Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობას 13 პაციენტი განაგრძობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკას COVID-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია.

კლინიკის ინფექციონისტის, ნინო ალხაზიშვილის განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 5-ს აღენიშნება პნევმონია.

„ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა.იგი მართვით სუნთქვაზე არ არის“-განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა. მისი თქმით ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 არასრულწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა.

9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 214-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დააავდებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 10:15 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG