Accessibility links

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა


ჯასტინ მაკკენზი სმიტი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა.

"დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG