Accessibility links

მონტენეგროში დააკავეს პირი, რომელმაც კორონავირუსით დაავადებულთა მონაცემები გაავრცელა


მონტენეგროს ხელისუფლებამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად დასდეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა სიის გავრცელება. პროკურატურის თანახმად, 7აპრილს ეს პირი დააკავეს 72 საათით, რათა საქმის სხვა დეტალები გაარკვიონ. ეჭვმიტანილი, მ.რ. რომლის მხოლოდ ინიციალები გავრცელდა, მონტენეგროს დედაქალაქის, პოდგორიცის ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა საინტერნეტო ტექნოლოგიის განყოფილებაში.

ის დააკავეს ნებართვის გარეშე პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისთვის. მ.რ.-ს ბრალად ედება COVID-19-ით დაავადებული პირების მონაცემების გადაცემა სხვა პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უფლებამოსილება, იქონიონ ასეთი ინფორმაცია.

სია, რომელშიც შეტანილი იყო ვირუსით ინფიცირებული 60 პირის გვარები, პირადი ნომრები და დაბადების თარიღი, 3 აპრილიდან გადაეცემოდა სოციალურ ქსელს.

მთავრობამ დაიწყო გამოძიება და განაცხადა, რომ ინფიცირებული პაციენტების გვარების გავრცელება მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.


საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს სიის გამოქვეყნება.

მონტენეგროში ამ დროისთვის 248 ადამიანია ინფიცირებული. ახალი კორონავირუსით დაიღუპა ორი ადამიანი. ამ ქვეყანაში 630 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG