Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია


ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეითხვას, რომელიც სააღდგომო ღონისძიებების აღნიშვნას შეეხებოდა.

მისი განცხადებით მთავრობა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან კონსულტაციებს აწარმოებს და გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება.

„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე,რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე დაჯარიმდება თუ არა აღდგომის ღამით ეკლესიაში მისული მრევლი, ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა:„კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო".

დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG