Accessibility links

პრაღის ხელისულება ზეწოლის ქვეშ აქცევს Airbnb-ის ტიპის პლატფორმებს


ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ გამოიყენა პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა და სწრაფად შეიმუშავა გეგმა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, უკეთ მოაგროვოს საგადასახადო და სხვა სახის ინფორმაცია მოკლევადიანი გაქირავების შესახებ.

„მთავრობისთვის ესაა ინსტრუმენტი Airbnb-ისა და მოკლევადიანი გაქირავების სერვისების რეგულირებისთვის“, განუცხადა როიტერსს პრაღის მერმა ზდენეკ ჰრიბმა.

ახლა გამქირავებლებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ასეთი პლატფორმების გზით გაქირავებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, გაქირავების სიხშირის, სრული შემოსავლისა და იმ სერვისის შესახებ, რომელსაც იყენებენ საცხოვრებლის გასაქირავებლად.

Euromonitor-ის მონაცემებით, 2019 წელს პრაღა, რომლის მოსახლეობა 1,3 მილიონია, 9 მილიონზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. ამგვარად, ჩეხეთის დედაქალაქი ტურისტებისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასურველი ქალაქია ლონდონის, პარიზისა და რომის შემდეგ.

პრაღის მოსახლეობის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საცხოვრებელი ბინების უკმარისობა, ვინაიდან ბევრი მეპატრონე უძრავ ქონებას ხანმოკლე პერიოდით აქირავებს ტურისტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG