Accessibility links

მსოფლიოში კვლავაც იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი


კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შედეგად მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში იკლებს გარდაცვლილთა, ჰოსპიტალიზებულთა და ახალი ინფიცირების რაოდენობა. ამიტომ ზოგან უკვე განიხილავენ მკაცრი ზომების კვლავ შემსუბუქების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ ზომებმა ზიანი მიაყენა ეკონომიკას, გააჩინა სურსათის დეფიციტის შიში და უმუშევრად დატოვა ათეულობით მილიონი ადამიანი.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო ასევედო 8 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჯანდაცვის მიზეზით შექმნილმა საგანგებო ვითარებამ შესაძლოა „ჩვენი სიცოცხლის პერიოდში ყველაზე ღრმა ეკონომიკური რეცესია და უკუსვლა გამოიწვიოს.“

მაგრამ მაშინ, როცა 9 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს მე-100 დღეს იმ თარიღიდან, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად მიიღო შეტყობინება ჩინეთში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესახებ, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ შესაძლოა ეპიდემიის გავრცელება იქაც დააჩქაროს, სადაც ის უკვე შენელებულია.

ამჟამად მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირების მილიონნახევრამდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 89 ათასი ადამიანი. როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბანკი მოწმობს, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. სპეციალისტების თქმით, რეალური რიცხვები ბევრად მაღალია, ვინაიდან შეზღუდულია ტესტირების რაოდენობა, სხვადასხვაგვარად ანგარიშობენ გარდაცვლილთა რიცხვს, ასევე არის ეჭვი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ინფორმაციას მალავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG