Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში უნდა შეწყდეს ჟურნალისტების დევნა – Amnesty International


თამარ მეარაყიშვილი, ირინა ქელეხსაევა
თამარ მეარაყიშვილი, ირინა ქელეხსაევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს ორი ადგილობრივი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას დევნა – აცხადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International:

„დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ამ და ნებისმიერი სხვა კრიტიკოსის რეპრესიისგან და უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი პირისთვის, შევიწროების, დაშინების, პირადი თავისუფლების დაკარგვის რისკისა და რეპრესიების შიშის გარეშე“.

ირინა ქელეხსაევა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტია. ქელეხსაევას - ცხინვალში პატიმრების ცემისა და შიმშილობის ფაქტს აშუქებდა - იუსტიციის დე ფაქტო მინისტრი ზალინა ლალიევა თანამდებობის პირის პატივი და ღირსება შელახვაში სდებს ბრალს და სასამართლოში უჩივის.

თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც 2017 წლის შემდეგ ედავებიან პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებას, სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ადგილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG