Accessibility links

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში სარაკეტო იერიში მიიტანეს, მსხვერპლი არ არის


ავტომობილი, რომლიდანაც 2020 წლის 9 აპრილს ესროლეს ბაგრამის სამხედრო ბაზას რაკეტები

რამდენიმე რაკეტა ჩავარდა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში. იერიშისთვის პასუხიმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ქაბულის ჩრდილოეთის მდებარე ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 9 აპრილის დილით ხუთი რაკეტა ჩავარდა, მაგრამ „მსხვერპლ და ზარალი არ გამოუწვევია“, ავცელებს მისია ცნობას ტვიტერით.


აშშ-ის უდიდესი მამხედრო ბაზა ვღანეთში ფარვანის პროვინციაში მდებარეობს. ავღანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა რეგიონში უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ რაკეტები ავტომანქანიდან გატყორცნეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ", გაავრცელა ცნობა, რომ მისი მეომრების მიერ გატყორცნილი რაკეტის სამიზნე იყო შვეულმფრენების დასაჯდომი მოედანი.

თალიბანი აცხადებს, რომ იერიში მათ არ განუხორციელებიათ.


თალიბანსა და აშშ--ს შორის ახლახან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ჯარის გაყვანას და სანაცვლოდ, უშიშროების გარანტიებს გულისხმობს. ამ შეთანხმებაში „ისლამური სახელმწიფო“ არ არის ჩართული.

„ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური შტო 2014 წლიდან გამოჩნდა ამ ქვეყნის აღმოსავლეთში და მოგვიანებით ჩრდილოეთშიც გადავიდა.

ისლამური სახელმწიფოს ძალები, რომელთა რაოდენობა აშშ-ის მონაცემებით, ორი ათასს უნდა აღწევდეს, იბრძვის აშშ-ის ჯარის, ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წინააღმდეგ.

ბოლო წლებში მათ რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა მოეწყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG