Accessibility links

ლევან რატიანი: მარნეულელი "ტერმინალური პაციენტი" COVID-19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან


თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს დატოვებს გამოჯანმრთელებული მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობას ექიმები აფასებდნენ როგორც ტერმინალურს, ანუ ბოლო სტადიას.

COVID-19-ით დაავადებული, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელსაც რამდენიმე სერიოზული, ქრონიკული დაავადება აქვს, მარნეულიდან თბილისის ამ კლინიკაში 22 მარტს გადაიყვანეს. სწორედ ეს შემთხვევა შეფასდა მაშინ სავარაუდო შიდა გადაცემად, რომლის გამოც, მარნეულსა და ბოლნისში სრული კარანტინი გამოცხადდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და როგორც 10 აპრილს დღისით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, საავადმყოფოს რამდენიმე საათში დატოვებს: „ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, მინდა ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID-ვირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG