Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დაჯარიმდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაჯარიმების ფაქტების ნახევარი კომენდანტის საათის დარღვევას უკავშირდება. კერძოდ:

  • კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 75 მოქალაქე
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 42 მოქალაქე დააჯარიმეს
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 21 პირი დააჯარიმეს
  • გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

10 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG