Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია ჰერათში თალიბებმა მოკლეს სახელმწიფო ბანკის ხუთი თანამშრომელი


ავღანეთის პროვინცია ჰერათში თალიბებმა მოკლეს სახელმწიფო ბანკის ხუთი თანამშრომელი. ამის შესახებ ავღანეთის პოლიციამ განაცხადა 10 აპრილს. ინციდენტი მოხდა გუშინ, როცა ხუთი მამაკაცი ქალაქ ჰერათში მიემგზავრებოდა. თალიბანის მებრძოლებმა ისინი გაიტაცეს და ხუთშაბათს საღამოს დახვრიტეს, განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა აბდულ აჰად ვალიზადამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინციდენტი და დაადანაშაულა თალიბანი, რომელსაც რეგიონში ადრეც გაუტაცებია სამთავრობო უწყებების თანამშრომლები და სამხედროები. თავად თალიბანს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

9 აპრილს ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლა თალიბანის 100 მებრძოლი და, ამგვარად, მიმდინარე კვირაში განთავისუფლებული თალიბების რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ ციხიდან 1500 თალიბს გაათავისუფლებს, სანამ დაიწყებოდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბებსა და მთავრობას შორის. აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გასამხედროებული დაჯგუფების მიერ ავღანეთის მთავრობის ათასამდე თანამშრომლის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG