Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ჩრდილში აქცევს ცხოვრების იოლად ნორმალიზების იმედებს


მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში არის ნიშნები, რომ კორონავირუსის პანდემიამ თავის პიკს მიაღწია, სულ უფრო ხშირად გაისმის პროგნოზები გლობალური ეკონომიკური დეპრესიისა და სოციალური არეულობის შესახებ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ „პანდემია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური არეულობა და ძალადობა, რაც დიდად დააბრკოლებდა ჩვენს შესაძლებლობებს, გავუმკლავდეთ დაავადებას“.

აშშ-ში ახალი მონაცემები მეტყველებს, რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში 17 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა სულ რაღაც სამ კვირაში.

მაშინ, როცა აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 16000-ს გადააჭარბა, ხელისუფლება აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირება და საკარანტინო ზომები კარგად მუშაობს.

ჰოსპიტალიზაციისა და ინფიცირების რიცხვები ან დაეცა, ან ერთ დონეზე რჩება ევროპის რიგ ქვეყნებში, თუმცა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში კვლავაც დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი კვდება.

გუშინ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ 500 მილიარდი ევროს მოცულობის სტიმულირების ზომებზე.

პანდემიის სტატისტიკის შედარებითი გაუმჯობესება ზოგიერთ ქვეყანას უბიძგებს, შეიმუშაოს აკრძალვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. მაგრამ ჯანდაცვის ექსპერტები გამოთქვამენ შიშს, რომ ცხოვრების ნორმალიზებისკენ მიმართულმა ნაადრევმა ნაბიჯებმა შესაძლოა ინფექციის გავრცელების ახალი ტალღები გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG