Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ეკონომიკის საკვანძო მნიშვნელობის სექტორების გახსნას გეგმავს


პაკისტანი ეკონომიკის საკვანძო მნიშვნელობის სექტორების გახსნას გეგმავს, განაცხადა ინფორმაციის მინისტრმა ფირდოუს აშიყ ავანმა.

ექსპერტების თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გახანგრძლივების პირობებში შეიძლება დაიკარგოს 18 მილონამდე სამუშაო ადგილი, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკეში აღმოჩნდება.

მიმდინარე კვირაში მთავრობამ გადაწყვიტა, ხალხს უფლება მისცეს, 14 აპრილიდან განაახლოს მუშაობა სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე სამშენებლო და მასთან დაკავშირებულ სფეროებში.

გუშინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრე ხანმა განაცხადა, რომ 14 აპრილიდან ყოველი პროვინციის მთავრობა ადგილზე შექმნილი ვითარების მიხედვით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, შეამსუბუქოს თუ არა საკარანტინო ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG