Accessibility links

23-წლიან პატიმრობაში მყოფი ჰარვი ვაინსტაინი ციხეში განიკურნა COVID-19-ისგან


ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინსტაინი, რომელიც 23-წლიან პატიმრობაშია სექსუალური შევიწროების ბრალდებით, ციხეში განიკურნა კორონავირუსის ინფექციისგან.

ვაინსტაინს COVID-19-ის დიაგნოზი მარტის ბოლოს დაუსვეს და ის სამედიცინო იზოლატორში მოათავსეს. 68 წლის პროდიუსერმა დაავადება მსუბუქ ფორმებში გადაიტანა.

ჰარვი ვაინსტაინი 11 მარტს გაასამართლეს. მანამდე ნიუ-იორკის მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის დანაშაულებებში, მათ შორის - გაუპატიურებაში. სასამართლოს წინაშე მან განაცხადა, რომ ჩადენილს ინანიებს, მაგრამ ამავე დროს თქვა, რომ მომხდარის გამო სრულიად დაბნეულია.

ვაინსტაინი არის კომპანია Miramax-ისა და Weinstein Co-ს დამაარსებელი. ის პროდიუსერობას უწევდა სახელმოხვეჭილ ფილმებს, რომელთაგან ზოგი „ოსკარის“ ლაურეატი გახდა სხვადასხვა ნომინაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG