Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მუშაობის აკრძალვის საფუძველი არ ჰქონდათ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში დადიოდნენ COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენამდე.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვეს „მთავარი არხის“ შეკითხვა, რომ, არსებული ინფორმაციით, სამსახურში დადიოდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც კარანტინში უნდა ყოფილიყვნენ და შესწავლილია თუ არა ეს საკითხი.

ტიკარაძის პასუხი იყო: „ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დკვირვების ქვეშ და მანამდე, სანამ მათ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურება COVID ინფექციის, დადიოდნენ სამსახურში. უბრალოდ, ამ მომენტისთვის მათ არ ჰქონდათ არანაირი ჩივილი და, შესაბამისად, არც დამსაქმებელს და არც ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აეკრძალა ამ ადამიანებსთვის მუშაობა. უბრალოდ, ისინი იცავდნენ იმ საკარანტინო და თვითიზოლაციის პირობებს, რომელიც იყო მითითებული ჩვენი მხრიდან და ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც დაავადებათა კონტროლის ცნეტრთან, ასევე დამსაქმებელთან და ისინი ასრულებდნენ ყველა მითითებას“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად 2 აპრილს განაცხადა, რომ მის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. 6 აპრილს ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, 16 თანამშრომლის ინფიცირება დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG