Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგრესიული ტესტირების" სამიზნედ ქართველი ჟურნალისტები ჯერ არ მოიაზრებიან


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს ჯერჯერობით არ განიხილავენ COVID-19-ზე „აგრესიული ტესტირების“ სამიზნე ჯგუფად.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვეს სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვა, ექიმების აგრესიული ტესტირების შემდეგ იქნება თუ არა ჯარი და პოლიცია და თუ მოიაზრებიან სამიზნე ჯგუფში ჟურნალისტები.

„ამ ეტაპზე სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპისთვის ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამ შემთხვევასაც განვიხილავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ჯარს და პოლიციას, მინისტრის ინფორმაციით, ტესტირება, თერმოსკრინინგი და დაკვირვება მუდმივად მიმდინაროებს: „ისევე როგორც ექიმებში, ჯარში და პოლიციაში საჭიროების შემთხვევაში, სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება“.

10 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 უკვე გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG