Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, მარნეულსა და ბოლნისს მეორედ ამოწმებენ


თავდაცვის ძალების სამხედროები მარნეულში
თავდაცვის ძალების სამხედროები მარნეულში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში მეორედ შემოწმება მიმდინარეობს, რადგან COVID-19-ს შედარებით გვიანი გამოვლენა ახასიათებს.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვეს „მაესტროს“ შეკითხვა, მარნეულსა და ბოლნისში შემოწმდა თუ არა ყველა მცხოვრები და რჩება თუ არა ეპიდემიის მომატებული საფრთხე.

ტიკარაძის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ჩატარდა უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო, სადაც ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იქნა 150-ზე მეტი კონტაქტი და მათგან დაინფიცირებული აღმოჩნდა მხოლოდ 14: „ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე საუბრობდნენ პირველი დღიდან ჩვენი ექიმები, გამოჯანმრთელდა და დღეს გაეწერება კლინიკიდან“.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მარნეულის მცხოვრები 62 წლის ქალის COVID-19-ით ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა და ეს შემთხვევა შიდა გავრცელებად ჩაითვალა. პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. დღეს, 10 აპრილს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოს ტოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG