Accessibility links

OPEC-მა, რუსეთმა და ნავთობის სხვა მომპოვებლებმა მოხაზეს ნავთობის მოპოვების შემცირების გეგმა, მოელიან, რომ მას აშშ-იც შეუერთდება


ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ის წევრებმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა მოხაზეს გეგმა, როგორ შეამცირონ წარმოება, რის მიზანიც კორონავირუსის პანდემიის გამო შერყეული ნავთობის ბაზრის სტაბილიზებაა.

ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც „OPEC პლუსს“ უწოდებენ, 9 აპრილს შეთანხმდა, რომ მოპოვება შეამცირონ მეხუთედით, ანუ დღეში 10 მილიონი ბარელით, მაისსა და ივნისში.

მათი განცხადებით, მოელიან, რომ ფასების ზრდის მიზნით გადადგმულ ამ ნაბიჯს შეუერთდებიან აშშ და სხვა მწარმოებლები.

10 აპრილს შემდეგი მოლაპარაკება იმართება ეკონომიკურად დიდი სახელმწიფოების, „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკის მინისტრებს შორის. ენერგეტიკის მრეწველობის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღიური წარმოების მხოლოდ 10 მილიონი ბარელით შემცირება არ იქნება საკმარისი ნავთობის ბაზრის სტაბილიზებისთვის, რადგან იმდენად დიდია გადაჭარბებული მარაგი, რომ საცავები კიდევ კვირების განმავლობაში იქნება სავსე.

„OPEC პლუსი“ მოელის, რომ დღიურად დამატებით 5 მილიონი ბარელით წარმოებას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აშშ-იც შეამცირებენ.

აშშ თავშეკავებით იქცევა ფასების ზრდის მხრივ. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ წარმოების იძულებით შემცირებით დაირღვევა აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონი.

ნავთობის სხვა მწარმოებლები, ირანი, ლიბია და ვენესუელა, მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, მაგრამ არ არიან მოვალე, შეამცირონ წარმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG