Accessibility links

11 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.14 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

11 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1456 ლარი (9 აპრილი - 3.1794);
  • 1 ევრო - 3.4425 ლარი (9 აპრილი - 3.4576);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9257 ლარი (9 აპრილი - 3.9227);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2612 ლარი (9 აპრილი - 4.2035);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4687 ლარი (9 აპრილი - 0.4697​).

10 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1412 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG