Accessibility links

რუსთავში პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტოს თანახმად, რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 34 წლის კ.ო, რომელიც უცხოეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს, 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG