Accessibility links

logo-print logo-print

პოლონეთი აღნიშნავს რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მეათე წლისთავს, ამ კატასტროფას მაშინდელი პრეზიდენტი ემსხვერპლა


კორონავირუსის პანდემიის გამო, პოლონეთის მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ გადაწყვიტა, შეზღუდულად აღნიშნოს რუსეთში პოლონეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ათი წლისთავი. ამ კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ მაშინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა მცირე ჯგუფი, რომლშიც შედიოდა გარდაცვლილი პრეზიდენტს ტყუპი ძმა, კანონისა და სამართლიანობის პარტიის თავჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკი და პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი, დაესწრო ყვავილებით მემორიალი შემკობას, რომელიც მოხდა ზუსტად თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს. კატასტროფა მოხდა 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან.

ბევრი პოლონელი, ასევე პარტიის მაღალი რანგის წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ადრინდელი, დონალდ ტუსკის ცენტრისტული მთავრობის მმართველობის დროს ჩატარებული გამოძიების შედეგებს. ამ გამოძიების დასკვნით, ტუ-154 ჩამოვარდა სმოლენსკის აეროდრომთან ძლიერი ნისლის პირობებში ადამიანის შეცდომის და უამინდობის გამო. „ათი წლის შემდეგ“, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ, „რთულია იმის განსაზღვრა, იქნება თუ არა ეს საქმე ოდესმე გარკვეული“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში პოლონეთის საელჩოს მიმართა, გადასცეს მოსკოვმა პოლონეთს თვითმფრინავის ნამსხვრევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG