Accessibility links

Apple-ი და Google-ი პანდემიის გამო ადამიანებს შორის კონტაქტების თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე ერთობლივად მუშაობენ


Apple-ი და Google-ი კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანებს შორის კონტაქტების თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე ითანამშრომლებენ, ავრცელებს ერთობლივ განცხადებას ორი კომპანია.

მთელი მსოფლიო ჩაბმულია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დაცულ იქნენ ადამიანები და ხალხმა კვლავ შეძლოს სოციალური ურთიერთობა. სოფვერების მწარმოებელი ფირმები ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ვირუსთან ბრძოლასა და სიცოცხლის გადარჩენაში ტექნიკური საშუალებების შექმნით. თანამშრომლობის ამ სულისკვეთებით, Apple-ი და Google-ი აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, Bluetooth-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, სურთ ხელი შეუწყონ მთავრობებს და ჯანდაცვის ინსტიტუტებს, შემცირდეს ვირუსის გავრცელება და ამ დროს, უმთავრესია მომხმარებლის პირადი სფეროს დაცვა და უსაფრთხოება.

COVID-19-ის გავრცელება ხდება ინფიცირებული ადამიანების ურთიერთობით სხვებთან. შესაბამისად, ჯანდაცვის მუშაკებმა დაადგინეს, რომ კონტაქტებისთვის თვალყურის დევნება ინფექციის გავრცელების შეზღუდვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

კონტაქტებისთვის თვალყურის დევნების ტექნოლოგიის განვითარების მიზნით არაერთი ინსტიტუტი ასრულებს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან სამუშაოს . მათი ხელშეწყობის მიზნით, Apple-ისGoogle-ი იწყებენ კომპლექსურ თანამშრომლობას თვალყურის დევნების ტექნოლოგიისგანვითარების მიზნით.

ორივე კომპანია თვლის, რომ გეგმის განვითარება უნდა მოხდეს ორ ეტაპად, რადგან მნივშნელოვანია მომხმარებლის პირადი საიდუმლოს მკაცრი დაცვა. მაისიდან ორივე კომპანია გამოუშვებს გამოყენებით პროგრამული ინტერფეისებს (API ), რათა მოხდეს Android-ის და iOS-ის ხელსაწყოების თავსებადობა, რომლებსაც იყენებს ჯანდაცვის უწყებები. შესაძლებელი იქნება მომხარებლების მიერ ამ ოფიციალური აპლიკაციების ჩამოტვირთვა. მეორე ეტაპზე, მომავალ თვეებში, Apple-ი და Google-იიმუშავებენ უფრო ფართო, მეთვალყურეობის Bluetooth-ზე დამყარებული პლატფორმის შექმნაზე. ამ პლატფორმას ეყოლება უფრო მეტი მომხმარებელი, ვიდრე გამოყენებით პროგრამული ინტერფეისებს.

კომპანიები თავიანთ განცხადებაში წერენ, რომ პირადი სფეროს დაცვა, გამჭვირვალობა და თანხმობაა ამ შეთავაზების უმნიშვნელოვანესი პირობებია. განცხადებში ასევე წაიკითხავთ, რომ Apple-ი და Google-ი გაავრცელებენ საჯაროდ ინფორმაციას მათი მუშაობს შესახებ, რათა საზოგადოებამ შეძლოს მათი განხილვა.

Apple-ი და Google-ი წერენ, რომ არასოდეს ასე მნიშვნელოვანი არ ყოფილა მათი თანამშრომლობა, მოეგვარებინათ მსოფლიოს ყველაზე რთული პრობლემა. „თანამშრომლობით და ერთობლივი ქმედებით მწარმოებლებთან, მთავრობებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან ერთად, იმედი გვაქვს, შევძლებთ ტექნოლოგიის ძალა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მსოფლიოს ქვეყნებს, შეჩერდეს COVID-19-ის გავრცელება და დავუბრუნდეთ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრებას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG