Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-დან 79 ქართველი მოსწავლე დაბრუნდა


საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით - თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით. მოსწავლეები ამჟამად განთავსდნენ არსებულ ორ საკარანტინო ზონაში, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ.

„კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით, პერსონალური ჰიგიენური საშუალებებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე მარშრუტით თბილისში ჩამოვიდა ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში მყოფი 35 მოსწავლე სომხეთიდან. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG