Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში 11 მოქალაქის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია


CDC-ის კახეთის განყოფილება
CDC-ის კახეთის განყოფილება

კახეთის საკარანტინო და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან 11 მოქალაქის ნიმუშმა, რომლებიც 10 აპრილს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, COVID-19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეს კიდევ 15 ადამიანის ბიოლოგიური მასალა აიღეს, რომლის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.

11 აპრილის 12 საათის მონაცემებით, კახეთის სამ საკარანტინო ზონაში 414, თვითიზოლაციაში კი 2 მოქალაქე რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა. კახეთში ეპიდსიტუაცია ფასდება როგორც სტაბილური. რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG