Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი


საქართველოში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი. ამის შესახებ განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა, კლინიკის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი რჩება.

საერთო ჯამში, საქართველოში გამოჯანმრთელდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 56 ადამიანი. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვია 233. გარდაიცვალა 3 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG