Accessibility links

ნავთობზე შეთანხმება ბუნდოვანია, OPEC-ის და G20-ის ვირტუალური შეხვედრების მიუხედავად


დიდი ოცეულის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა დაასრულეს მოლაპარაკებათა რაუნდი, რომელიც ეხებოდა ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრ ვარდნას და პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ზომებს, რომლებიც ბაზრის სტაბილიზაციაზე იქნება მიმართული.

თუმცა მინისტრების მიერ 11 აპრილს გავრცელებული ერთობლივი განცხადება, რომელიც შემუშავდა საუდის არაბეთის მასპინძლობით გამართულ ვირტუალურ სამიტზე, არ ახსენებს შესაძლო შეთანხმებას ნავთობის წარმოების შემცირებაზე. "ჩვენ ვაპირებთ ყველა აუცილებელი და მყისიერი ზომის გატარებას, ენერგეტიკის ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ამბობენ მინისტრები.

მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ ენერგეტიკის სექტორის მუშაობას საიმისოდ, რომ ის მსოფლიოს დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიის გადალახვასა და "შემდგომ გლობალურ აღდგენაში".

დიდი ოცეულის ვიდეოკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, OPEC+ ჯგუფში შემავალი, ნავთობის მაწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნები გამოვიდნენ წარმოების შემცირების შეთანხმების გაფორმების მოწოდებით. ეს შეთანხმება დიდი ოცეულის შეხვედრაზე უფრო მასშტაბური უნდა გამხდარიყო და უნდა მოეცვა OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის, მექსიკა, აშშ და კანადა. ამ შეთანხმებით, OPEC-ი, რუსეთი და ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნები დღეში 10-მდე მილიონი ბარელით შეამცირებდნენ ნავთობის წარმოებას მაისსა და ივნისში - რაც გლობალური მიწოდების დაახლოებით 10 პროცენტია. შეთანხმების მიხედვით, დამატებითი შემცირებები 2021 წლის აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG