Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ციხეში არეულობის შედეგად ირკუტსკის რეგიონში


რუსეთის ირკუტსკის რეგიონიდან 11 აპრილს გავრცელებული ცნობებით, 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ციხეში მომხდარი არეულობის შედეგად, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პატიმარს ციხის ბადრაგმა სცემა.

აქტივისტები არასამთავრობო ჯგუფიდან "ადამიანის უფლებებისთვის" იუწყებიან, რომ ანგარსკში, ნომერ მეთხუთმეტე საპატიმროში სპეცრაზმი შევიდა ამბოხების ჩასაცხრობად.

ფედერალური პენიტენციური სისტემის წარმომადგენელი ირკუტსკში ამბობს, რომ არეულობა მოჰყვა პატიმრის მიერ ბადრაგზე თავდასხმას. მისი თქმით, ვითარება "კონტროლს ექვემდებარება".

სოციალური მედიით გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ცეცხლმოკიდებულ შენობებს, პატიმრები აცხადებენ, რომ მათ "ხოცავენ". უფლებადამცველებს ციხეში არ უშვებენ.

რეგიონის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ციხეში მომხდარი ინციდენტის გარშემო. საპატიმროში 1,300-მდე პატიმარი იმყოფება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG