Accessibility links

ბულგარეთი ჩქარობს ევროზონასთან მიერთებას, კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მიზნით


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის განცხადებით, მისი ქვეყანა გეგმავს დააჩქაროს ევროს მოქმედების ზონასთან მიერთება და უკვე აპრილის ბოლოს შეიტანოს საამისო განაცხადი, რათა გაუიოლდეს კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან ბრძოლა.

10 აპრილს გაკეთებულ ამ განცხადებამდე თითქმის ორი თვით ადრე ბორისოვი ამბობდა, რომ ქვეყანაში კონსენსუსის არარსებობის გამო, ივლისამდე დაიცდიდა განცხადების შესატანად ევროზონაში გაწევრიანებაზე, რის შემდეგაც ბულგარეთი შევა ორწლიან სავალდებულო "მოსაცდელ ოთახში". კორონავირუსის კრიზისი "გვაჩვენებს, რომ ევროს მოქმედების ზონაში და მის 'მოსაცდელ ოთახში' მყოფ ქვეყნებს მილიარდობით ევრო ექნებათ ვითარებიდან გამოსასვლელად. მათ, ვინც აქ არ არიან, მოუწევთ, სესხები მაღალი საპროცენტო განაკვეთით აიღონ", - უთხრა ბორისოვმა ჟურნალისტებს.

ევროჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 9 აპრილს შეთანხმდნენ კორონავირუსის პაკეტზე, რომელიც ხელმიუწვდომელი იქნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ევრო მიმოქცევაში არ არის.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG