Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში შედარებით შეამსუბუქეს კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები


ირანში მუშაობა განაახლეს "მცირედი რისკის" ბიზნესებმა, დედაქალაქ თეირანის გამოკლებით, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 18 აპრილიდან დაიწყება, - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

თეირანს გარეთ მუშაობა განაახლეს სამთავრობო ოფისებმაც, რომელთა თანამშრომლების დაახლოებით ერთი მესამედი შინიდან მუშაობს.

IRNA-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი ჰასან როჰანი ირანელებს მოუწოდებს, კვლავაც მისდიონ ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რადგან ქვეყანა ცდილობს შეაჩეროს ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპი.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, ირანი ყველაზე მეტად დააზარალა გლობალურმა პანდემიამ - 70,000-ზე მეტი ინფიცირებული და 4,300-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანით.

მთავრობა შიშობს, რომ ბიზნესების დიდი ხნით დახურვა და ეკონომიკური აქტივობის შეჩერება დიდ ზარალს მიაყენებს სანქციების გამო ისედაც შეზღუდულ ეკონომიკას. აშშ-მა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, მაგრამ ირანის ლიდერებმა ამაზე უარი თქვეს და სანაცვლოდ სანქციების მოხსნა მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG