Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: "სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა"


12 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 252 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ეს არის დაავადების მიმდინარეობის ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა.

"გუშინ დილით იყო 233, მათ დაემატა 19 პაციენტი. თუ ჩვენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ 252-ს, მაშინ გამოვა, რომ დღეს Covid-ის სამკურნალო ცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე.

გუშინ ჩვენს ცენტრში 16 პაციენტთან გაკეთდა ტესტირება და დადასტურდა მხოლოდ 1, მათ შორის მიმდინარეობს იმ ადამიანების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებასაც ველოდებით. ამ ეტაპზე 7 პნევმონია მიმდინარეობს მძიმედ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხდება პროგნოზირება, საჭიროებს დაკვირვებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი.

252 ადამიანიდან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG