Accessibility links

ბელარუსი აცხადებს, რომ ახალი ბირთვული ელექტროსადგური შემოდგომაზე ამუშავდება


ბელარუსის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის დასავლეთში მშენებარე ბირთვული ელექტროსადგური ზაფხულში ამუშავდება, შემოდგომაზე კი უკვე ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს.

ბელარუსის ბირთვული ელექტროსადგურის ამუშავების გეგმა 11 აპრილს გამოაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ კარანკევიჩმა, სატელევიზიო ინტერვიუს დროს. "ივლისისთვის ვგეგმავთ ფიზიკურ ამუშავებას... შესაბამისად, ელექტროენერგიის პირველი კილოვატსაათების, ენერგიის წარმოება სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება", - განაცხადა მან.

ელექტროსადგური შენდება ქალაქ ასტრავეტსში, ლიეტუვის საზღვართან ახლოს. ის 40 კილომეტრითაა მოშორებული ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსს. იანვარში, ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, ზიგიმანტას ვაიციუნასმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს ელექტროსადგური "საფრთხეა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების ჯანმრთელობისა და გარემოსთვისო". ვაიციუნასის თქმით, ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანი საკითხი იყო, და ეს პოლიტიკური და გეოპილიტიკური მიზნებით გაკეთდა.

ელექტროსადგურის აშენების გეგმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 2008 წელს წარმოადგინა, როცა მინსკმა პროექტისთვის 10 მილიარდი დოლარი მიიღო მოსკოვისგან სესხის სახით. პროექტის მთავარი კონტრაქტორია Atomstroiexport-ი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ Rosatom-თან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG