Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს


BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს.

კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.

ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG