Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ


ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს.

„ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში.

„მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ, უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი“, - განაცხადა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ლაბორატორიები მალე შეძლებენ ვაქცინის შემუშავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG