Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 4,474-ს მიაღწია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ


ირანში ბოლო 24 საათში 117-ით გაიზარდა COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი, რამაც მთლიანი მონაცემი 4,474-ს გაუტოლა, - განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიანუშ ჯაჰანპურმა 12 აპრილს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 71,686 ადამიანს უტოლდება.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ირანი ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ. ბევრი ირანელი და საერთაშორისო ექსპერტი თვლის, რომ ირანის მთავრობა, რომელსაც არასაკმარისად სწრაფი პირველი რეაქციის გამო აკრიტიკებენ, განზრახ ამცირებს რეალურ მონაცემებს.

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ თეირანიდან სამხრეთით ათი ათასი საფლავი გაჭრეს, კორონავირუსით გარდაცვლილთა დასამარხად.

თეირანის გამოკლებით, ირანში მუშაობა განაახლეს "დაბალი რისკის" შემცველად მიჩნეულმა ბიზნესებმა. დედაქალაქში მათი მუშაობა 18 აპრილიდან განახლდება, - იუწყება ირანის ოფიციალური მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG