Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის პრეზიდენტობისას კორონავირუსი მთავარი თემა იქნება


კორონავირუსის პანდემია მთავარი საკითხი იქნება ევროკავშირის დღის წესრიგში იმ პერიოდში, როცა მიმდინარე წელს მისი მორიგე პრეზიდენტი გერმანია გახდება - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში.

"ჩვენ ამას 'კორონის პრეზიდენტობად' ვაქცევთ, რათა კორონა და მისი შედეგები გადავლახოთ" - წერს მაასი გერმანიაში გამომავალ გაზეთში Die Welt-ი.

გერმანია 1 ივლისს გადაიბარებს პრეზიდენტობას ხორვატიისგან. .

მაასი აკრიტიკებს კრიზისთან აშშ-ის ბრძოლის მეთოდებს და ჩინეთს ბრალს სდებს "ძალიან ავტორიტარული ზომების" გატარებაში. მაასი წერს, რომ მწვავე კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება მოგზაურობის შეზღუდვის თანდათანობითი და კოორდინირებული შემცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG