Accessibility links

ქუთაისის კლინიკიდან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ტაშით გააცილეს


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კლინიკის ადმინისტრაციამ და მედპერსონალმა ტაშით გააცილა. პაციენტი კლინიკაში 26 მარტს კარანტინიდან შეიყვანეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

პაციენტის გაცილების ვიდეო და ფოტოები კლინიკის გვერდზე გავრცელდა.

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

12 აპრილის მონაცემებით იმერეთში თვითიზალიაციაშია 100-მდე ადამიანი, 480 კი კარანტინში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG