Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას


სტამბოლის დახურული ბაზარი

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის თხოვნა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

სულეიმან სოილუმ გადადგომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული ახალი შეზღუდვა კარგად გათვლილი არ იყო. 10 აპრილს, საღამოს თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში 48-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა, ამის შესახებ მოქალაქეებს მხოლოდ 2 საათით ადრე აცნობა, რამაც მაღაზიებში დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრა გამოიწვია.

13 აპრილის დილის მდგომარეობით, თურქეთი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით. ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით დაავადდა სულ 56 956 ადამიანი. მათგან 3 446 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1 198.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG