Accessibility links

ბრიტანეთში COVID-19-ით სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებენ


დიდი ბრიტანეთის მთავრობის უფროსი მრჩევლის, ჯერემი ფარარის პროგნოზით, გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, ევროპის ყველა ქვეყანას გაუსწროს COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით. ინფორმაციას BBC ვრცელებს.

ბრიტანეთი ტესტირების ტემპით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ბევრ ქვეყანას. მთავრობას იმედი აქვს, რომ აპრილის ბოლოდან შეძლებენ ყოველდღიურად 100 000 ადამიანის სწრაფ ტესტირებას, თუმცა, ექიმების დიდი ნაწილი ამაში დრწმუნებული არ არის.

დღეს, 13 აპრილს დიდი ბრიტანეთის მთავრობა იმსჯელებს ქვეყანაში 23 მარტიდან გამოცხადებულ კარანტინის რეჟიმზე. მინისტრების ნაწილი ზომების გამკაცრებას ემხრობა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კარანტინის გამოცხადება საკმაოდ გვიან გადაწყვიტა. მანამდე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას ემხრობოდნენ.

ამჟამად დიდი ბრიტანეთი ევროპაში მეხუთე ადგილზეა COVID-19-ით დაავადებულების და მეოთხეზე გარდაცვლილების რაოდენობით. გაერთიანებულ სამეფოში უკვე დაავადდა 84 ათასზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 10 600-ზე მეტი. კორონავირუსი აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG