Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევაა


257-დან 266-მდე გაიზარდა საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონცემები 13 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 266 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 67. გარდაცვლილია 3.

266-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

გასულ კვირაში, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს საქართველოს 3 მოქალაქე.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ - ესპანეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს საერთო ჯამში, 6 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG