Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკაში კრიტიკულად არცერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება


აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 55 პაციენტიდან კოვიდ - 19 დადასტურებული აქვს 19 პაციენტს. მათგან 7 პაციენტი არასრულწლოვანია. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, საყურადღებოდ ითვლება 4 პაციენტის მდგომარეობა.

„საყურადღებო პაციენტებში არასრულწლოვნები არ არიან. გამოჯანმრთელებას ველოდებით 1 პაციენტის, მასთან ერთი უარყოფითი პასუხი უკვე მიღებული გვაქვს, ეს პაციენტიც 18 წლამდე ასაკის პირია“, - უთხრა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, საავადმყოფოში არ დგას არც მედპერსონალის ეკიპირების პრობლემა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ეკიპირების მარაგი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ განახლდა.

257-დან 266-მდე გაიზარდა საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონცემები 13 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 266 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 67. გარდაცვლილია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG