Accessibility links

logo-print logo-print

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი პაციენტი "მარნეულის კლასტერიდანაა"


13 აპრილის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ COVID ინფექციის მქონე 32 პაციენტს. მათგან ერთი ახალი პაციენტია „მარნეულის კლასტერიდან“. ამის შესახებ მედიას აცნობა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ

მისი ინფორმაციით, კლინიკის პაციენტებიდან ძალიან მძიმე და პრობლემურია ორის მდგომარეობა. მათგან სტაბილიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ერთთან შეიმჩნევა. მძიმე პნევმონიის მქონე სხვა პაციენტებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს საქართველოს მასშტაბით მკურნალობენ 10 სამედიცინო დაწესებულებაში.

13 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 266 შემთხვევა. მათგან 67 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 6 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG