Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამო 120 ადამიანის ევაკუაცია მოხდა


რუსეთის საგანგებო სამსახურის თანახმად, 120-კაცზე მეტის ევაკუაცია გახდა საჭირო 13 აპრილის დილით მოსკოვის ერთ-ერთ სახლში გაჩენილი ხანძრის გამო.

ცეცხლი მეტრო სადგურ ლენინის პროსპექტის მახლობლად მდებარე სახლის სახურავიდან გავრცელდა. მაშველებმა ევაკუაციის დროს სამშვიდობოს გამოიყვანეს ასევე 5 ადამიანი, რომლებიც ხანძრის შედეგად ბლოკირებული აღმოჩნდნენ შენობაში.

მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

იუწყებიან, რომ ევაკუირებულთა შორის არის ერთი პირი, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფებოდა.

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მოსკოვი ეპიცენტრად ითვლება რუსეთის ფედერაციაში, სადაც ეპიდემიის შემდეგ გამოვლინდა დაინფიცირების 15770 შემთხვევა, 130 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG