Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტები ქუთაისის კლინიკიდან გაწერეს


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი. მათ ლაბორატორიული კვლევით არ დაუდასტურდათ კორონავირუსი COVID-19.

ოკუპირებული აფხაზეთის 2 მცხოვრები, ვირუსის სიმპტომებით, ქუთაისის კლინიკაში 11 აპრილს ღამით მოათავსეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში ამ პაციენტების შესახებ რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ცოლ-ქმარი სოხუმელები არიან. მათ სეზონური გრიპის დიაგნოზი დაუსვეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ხსნის დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილ ე.წ. საზღვარს და ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უშვებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

დღემდე საჯაროდ ცნობილი შემთხვევები ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებთ უკავშირდებოდა. მათგან ერთს COVID-19 დაუდასტურდა და 29 მარტის შემდეგ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG