Accessibility links

logo-print logo-print

აშშ მიესალმა ქაბულსა და თალიბებს შორის პატიმრების გაცვლის პროცესს


ზალმაი ხალილზადი

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი, მიესალმა პატიმრების გაცვლის პროცესის დაწყებას ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის, რაც ავღანეთის შიგნით ფართო სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

„ორივე მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება ჩქარა შესრულდეს ის მიზანი, რასაც აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა ზალმაი ხალილზადმა.

საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის თანახმად, თალიბებმა 12 აპრილს 20 პატიმარი გაათავისუფლეს სამხრეთ ყანდაარის პროვინციაში. თალიბების განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებულები ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. თუმცა, ქაბულს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

კვირას, ავღანეთის მთავრობამ 100 თალიბი გაუშვა ციხიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეთვალყურეობით. მთლიანობაში, 8 აპრილიდან მოყოლებული, ქაბულმა 300-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლა.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანს შორის 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, როგორც ნდობის აღსადგენი ჟესტი ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებამდე, რომლითაც უნდა დასრულდეს ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. თალიბანი აცხადებს, რომ გაათავისუფლებს მის პატიმრობაში მყოფ, ავღანეთის სამთავრობო უწყებების 1000-მდე წევრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG