Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ ერთმანეთის შრომა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გაცემული ყველა რეკომენდაცია უკლებლივ ყველა მოქალაქემ შესაბამისი ხარისხით უნდა შეასრულოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვეს რამდენიმე მედიასაშუალების შეკითხვა - მაშინ, როცა საპატრიარქო ჩვეული წესით განაგრძობს ღვთისმსახურებას, რა არის რეკომენდაცია მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის წინ.

„ჩემი რეკომენდაცია კვლავ რჩება უცვლელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ყველა ჩვენს ოჯახის წევრს, ვინც არიან რისკჯგუფებში“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის შრომის დაფასებაც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 19 აპრილს ზეიმობს. საპატრიარქოს ამ დრომდე არ უთქვამს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, მრევლი წირვას არ უნდა დაესწროს.

საქართველოში საზეიმო ღვთისმსახურება 18 აპრილს 23:00 საათზე უნდა დაიწყოს. ამ დროს ქვეყანაში უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით აკრძალულია 3-ზე მეტი პირის თავშეყრაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG