Accessibility links

სააღდგომო დღეებში ევროპაში გამკაცრებული იყო კორონავირუსთან ბრძოლის ზომები


სააღდგომო დღეებში ევროპის მასშტაბით მთავრობებმა გამოიყენეს ბლოკპოსტები, ჯარიმები და სხვა მეთოდები, რათა მოქალაქეების გადაადგილება შეეზღუდათ, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

მსოფლიოს გარშემო, კათოლიკე ეკლესიის მიმდევარი 1,3 მილიარდი ქრისტიანის უმრავლესობამ აღდგომა 12 აპრილს სახლებში აღნიშნა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემებით, 13 აპრილს, დილით, მსოფლიოში აღრიცხული იყო კორონავირუსით ინფიცირების 1.85 მილიონი, ხოლო გარდაცვალების 114,000-ზე მეტი შემთხვევა.

ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემები კიდევ უფრო მაღალია, რასაც იწვევს თვლის განსხვავებული პრაქტიკა, შეზღუდული ტესტირება და ზოგიერთი მთავრობის მიერ მონაცემების სავარაუდოდ განზრახ დამალვა.

გასულ შაბათ-კვირას აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იუწყება, რომ 13 აპრილისთვის ქვეყანაში აღრიცხული იყო ინფიცირების 556,000-ზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 22,000-ზე მეტი შემთხვევა.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, ყოველდღიურად ასობით დაღუპულზე იუწყებიან, თუმცა ზოგიერთ სახელმწიფოში ეს ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც მცირდება, კარანტინის მკაცრი ზომების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG