Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

104 პირი დააჯარიმეს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის


ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა.
16 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

4 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
9 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში 31 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG