Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონობით მაყურებელმა მიადევნა თვალი ანდრეა ბოჩელის კონცერტს მილანის ცარიელ კათედრალში


იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ სოლო სააღდგომო კონცერტი ჩაატარა მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში, რომელიც, კორონავირუსთან საბრძოლველად შემოღებული კარანტინის გამო, ინტერნეტით გადაიცემოდა.

12 აპრილს გამართულ კონცერტს, რომელიც YouTube-ით გადაიცა, ამ ეტაპისთვის 23-მა მილიონმა მაყურებელმა მოუსმინა.

"მუსიკის შეწევნით ... ჩვენ გადავეხვევით ამ დაჭრილი დედამიწის მფეთქავ გულს", - თქვა ბოჩელიმ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტენორმა, საგანგებო გზავნილში.

ევროპის ქვეყნებს შორის იტალია ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსმა - 20,000-მდე დაღუპულით, მათ შორის, 9,000-ზე მეტი გარდაცვლილით ლომბარდიის რეგიონში, რომლის დედაქალაქიც მილანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG