Accessibility links

site logo site logo

70 წლამდე მამაკაცი მოკლეს ლაგოდეხის სოფელ მსხალგორში


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის თემში შემავალ სოფელ ზემო მსხალგორში 65-დან 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 13 აპრილს, საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია, გამოძიება სს კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG