Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევაა


საქართველოში 272-დან 296-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონცემები 14 აპრილს, 10:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 296 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 68. გარდაცვლილია 3.

296-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

გასულ კვირაში, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს საქართველოს 3 მოქალაქე.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 7 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG